TGonix ეძებს B2B გაყიდვების მენეჯერს, რომელიც დაგვეხმარება AI/automation და ციფრული პროდუქტების განვითარებაში. პოზიციის მთავარი მიზანია კომპანიებთან კომუნიკაცია, საჭიროებების გაგება, სწორი სერვისის შეთავაზება და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების შექმნა. ძირითადი პასუხისმგებლობები: • ახალი კომპანიების მოძიება და პირველი კომუნიკაცია • კომპანიების საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი პაკეტის/სერვისის შეთავაზება • შეხვედრების დაგეგმვა და გაყიდვების პროცესის მართვა • არსებული კონტაქტების follow-up და ურთიერთობის შენარჩუნება • გაყიდვების შედეგების და კლიენტების უკუკავშირის გაზიარება გუნდთან
ლოკაცია: tbilisi, georgia · კატეგორია: sales